|
2023-03-19 15:14:15, 898 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტური მოძრაობის ცნობით, ბაგების საცხოვრებელში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" აცხადებს, რომ, ბაგების საცხოვრებელში პოლიცია შევიდა და სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მისვლის ფაქტს ადასტურებენ თსუ-შიც, თუმცა ამბობენ, რომ ეს იყო გეგმიური შესვლა, რასაც მართლწესრიგის ოფიცრები წელიწადში ერთხელ აკეთებენ. სტუდენტებთან პოლიციის წარმომადგენლების მისვლაზე განცხადება მაისის მოძრაობამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. "როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ", - წერია მოძრაობის განცხადებაში. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" ამ ფაქტს სტუდენტების მიმართ "პირდაპირ გზავნილად" აღიქვამს, რომ "თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინაღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს... პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება". უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ იზორიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილზე მართლწესრიგის ოფიცრები წელიწადში ერთხელ დადიან ხოლმე არამხოლოდ სტუდენტებთან, არამედ, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. მისივე თქმით, ეს მოხდა 15-16 მარტს. "ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, არამხოლოდ სტუდენტურ საცხოვრებელში, არამედ ყველა ოჯახში დადიან მართლწესრიგის ოფიცრები. ისინი ამოწმებენ, ვინ ცხოვრობს ამა თუ იმ ადგილას. ასეთი წესი აქვთ. ყოველ წელს შემოდიოდნენ ჩვენთანაც და ამას არაფერი მოჰყოლია. არანაირი ჩხრეკა არ ყოფილა... ეს იყო ოთხშაბათს, ბაგების პირველ კორპუსში, ხუთშაბათს ბაგების მეორე კორპუსში და კვირას მოუნდა ვიღაცას ამაზე საუბარი", - თქვა მან და, ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გაფრთხილებული არ ყოფილა შსს-ის წარმომადგენლების სტუდენტებთან მისვლის შესახებ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)