20:19 - 30 Jul, 2026
|
2023-03-18 13:15:50, 1513 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე ჰააგის გადაწყვეტილებაზე - შემდეგი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უნდა იყოს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა. იუკნევიჩიანეს თქმით, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, შემდეგი ნაბიჯი კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უნდა იყოს. "პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ომის დამნაშავეების დაუსჯელობა არ შეიძლება. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა", - წერს იუკნევიჩიენე. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)