|
2023-03-17 10:36:07, 886 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ლიბო ჯგუფი“ მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანია, რომელიც ბანკთან პარტნიორობით მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს, სადისტრიბუციო კომპანია „ლიბო ჯგუფია“. ის თბილისში, ახალ სასაწყობე ფართს 6 510 კვ.მ.ზე აშენებს, სახურავზე კი მზის პანელებს დაამონტაჟებს. სასაწყობე ფართის პირველი ფაზა, რომელიც სულ მალე დასრულდება, 2 360 კვ.მ. ფართობზე იქნება განთავსებული. კომპანია, მზის პანელების დამონტაჟებას სწორედ აღნიშნულ სასაწყობე ობიექტზე გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ ფინანსდება. „საქართველოს ბანკის“ დახმარებით გურამიშვილზე ახალ სასაწყობე ფართს ვაშენებთ, რომლის დასრულების შემდეგ მზის პანელების დამონტაჟებას ვგეგმავთ. მზის სადგურების მშენებლობა არის გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც პასუხსიმგებლიან კომპანიას შეუძლია. ბანკთან ერთად მზის პანელების განთავსებაში კომპანია „გრინ ენერჯი“ დაგვეხმარება, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დაწყებული გვაქვს. აღნიშნული მზის სადგურები წლიურად 348 502 კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს, ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი 5 წელი იქნება“, - აღნიშნავს „ლიბო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, ოთარ ბადაგაძე. “დღითი დღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტანჟებას გეგმავს. კერძო სექტორი გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე აქტიურად ფიქრობს. მზის პანელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. ამასთან, მზის სადგურების პროექტების განვითარება ბიზნესზე დადებითად მოქმედებს, აყალიბებს მას ეკომეგობრულ კომპანიად და მომხმარებლისთვის მეტ სანდოობას იმსახურებს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)