|
2023-03-17 09:31:53, 890 ნახვა
საზოგადოება
გოშევსკა - ექიმები მოამზადებენ დასკვნას, რომელიც სააკაშვილის გადარჩენის საფუძველი იქნება
ექიმები მოამზადებენ დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება სააკაშვილის გადარჩენის საფუძველი,- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან ხელისუფლების ქმედებებს და უნდა სჯეროდეთ, რომ კონკრეტული არგუმენტები და საუბარი ქართულ მხარესთან გაჭრის და საღი აზრი გაიმარჯვებს. "ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვითმფრინავი გავუშვათ და სამედიცინო მისიით გავფრინდეთ საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პროფესიონალურად და უმაღლეს დონეზე შესამოწმებლად და საბოლოოდ პოლონურ საავადმყოფოში გადმოყვანისა და მკურნალობის მიზნით. ეს იქნება პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის 27 ქვეყნის პატრონაჟით. საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება დაკავშირებულია მის სავარაუდო მოწამვლასთან, ასევე, უზარმაზარი წონის კლებასთან. ყოფილი პრეზიდენტის შემოწმების შემდეგ სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი. რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა ქართული მხარე სააკაშვილის გამოკვლევასა და მკურნალობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო ზეწოლისთვის, რომ საქართველო დათანხმდეს ამას, თუმცა შანსებზე საუბარი ძნელია. ყველა ვხედავთ ამ მომენტში ქართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიის მდგომარეობას. ვხედავთ პროტესტს და ყურადღებით ვაკვირდებით ხელისუფლების ქმედებებს. თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ კონკრეტული არგუმენტები და საუბარი ქართულ მხარესთან გაჭრის და საღი აზრი გაიმარჯვებს",- განაცხადა გოშევსკამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მარტს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)