|
2023-03-16 12:34:14, 700 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - უახლოეს თვეებში, ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. გამოფენაზე მოლაპარაკებები აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სიახლეების დანერგვაზე მიმდინარეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კონკრეტული შეთავაზებების მიღება უკვე შეძლო. ,,ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. რამდენიმე კომპანიას, რომელსაც გამოფენაზე შევხვდით, უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მისი თქმით, მოგზაურობის წესი ყოველთვის ვითარდება და სულ უფრო ციფრული ხდება. ის პროცედურები, კი რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, მგზავრისთვის ყოველთვის სტრესს უკავშირდება. ,,ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები მგზავრებს, რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა PASSENGER TERMINAL EXPO დღეს სრულდება. 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის. Passenger Terminal Expo-ს ფარგლებში გუშინ Skytrex-ის 2022 წლის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდნენ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)