12:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 11:56:45, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
დანია უკრაინის დახმარების ფონდს ქმნის - ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

დანიის პარლამენტმა უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის რადა ავრცელებს.

დანიის ფინანსთა მინისტრის, ნიკოლაი ვამენის განცხადებით, უკრაინის დახმარებისთვის 7 მილიარდზე მეტი დანიური კრონი [1 მილიარდი დოლარი] გამოიყოფა.

"ამ შეთანხმებით, ჩვენ გამოვყოფთ 7 მილიარდზე მეტ დანიურ კრონს უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას და აჩვენებს, რომ დანია უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ნიკოლაი ვამენმა.

2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს:

  • 5,4 მილიარდი დანიური კრონი სამხედრო მხარდაჭერისთვის. სასწავლო მისიების განხორციელება, იარაღის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადატანა.
  • 1,2 მილიარდი დანიური კრონი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
  • 0,4 მილიარდი დანიური კრონი დანიური ბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენას.

"მადლობას ვუხდით დანიის პარლამენტს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ერთიანობისა და პასუხისმგებლობისთვის! ეს არის უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გამოვლინება მათი თავისუფლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში", - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics