|
2023-03-14 22:21:25, 765 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ღარიბაშვილმა კრემლს გაუგზავნა მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა
ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად გაუგზავნა კრემლს მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, მას შემდეგ, რაც რუსული მოღალატეობრივი პუტინისტური კანონი მიიღეს. "მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, რუსული ოცნების წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად გაუგზავნა კრემლს მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მმართველი პარტია არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, მას შემდეგ, რაც რუსული მოღალატეობრივი პუტინისტური კანონი მიიღეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)