|
2023-03-14 19:46:14, 873 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაკავშირებულია პრორუსულ ორიენტაციასთან, სცენიდან ჩამოიშორებენ
ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილსაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან. "მინდა გავიხსენო მოლდოვის მაგალითი, როდესაც ევროპარლამენტიდან უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა და საბოლოოდ გვქონდა შედეგი – ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ახლა დაკავშირებულია საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან", - განაცხადა ფოტიგა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)