|
2023-03-14 14:33:07, 815 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - ვგმობ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს
ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას - გმობს. დიმიტრი ხუნდაძე „ალტ-ინფოს“ მიერ გამართული ძალადობრივი აქციის საპასუხოდ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს. "ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში! საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება - “არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…” და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს",- წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)