|
2023-03-14 14:08:23, 1658 ნახვა
კომენტარი
კაჭარავა - მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იფიქრა, რომ სამშობლო რუსეთში გავცვალე
მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდა, ამ საკითხში გარკვეული არ იყო და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა. "კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოკითხეთ პასუხი! ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს! 07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!! ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!! რა ხდება კაჭიო?!",- წერს დავით კაჭარავა. შეგახსენებთ, რომ 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)