|
2023-03-14 12:44:17, 754 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვის მოადგილე - აშშ და მისი „სატელიტები“ ცდილობენ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნან
აშშ და მისი "სატელიტები" ცდილობენ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნან,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. გრუშენკოს თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში და მოლდოვაში არსებული სიტუაციით, ვინაიდან ისინი მოშორებით არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ ამ ქვეყნებმა. "რა თქმა უნდა ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყველაფრით, ჩვენ გვაწუხებს სიტუაცია საქართველოში და სიტუაცია მოლდოვაში, რადგან ისინი მოშორებით არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ ამ ქვეყნებმა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი "სატელიტებით" მუშაობს ჩვენს საზღვარზე დაძაბულობის უფრო და უფრო მეტი კერის შესაქმნელად", - განაცხადა რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა. გრუშენკოს თქმითვე, ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების „ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებას“ ასახავს. "ისინი [დასავლეთის ქვეყნები] გამომდინარეობენ იმ წინაპირობიდან, რომ მხოლოდ მათ აქვთ უფლება უკარნახონ რა გააკეთონ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მათ ნეოკოლონიალურ მიდგომას",- დასძინა გრუშკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)