23:17 - 30 Jul, 2026
|
2023-03-13 09:34:13, 922 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - რატომ სურს „ქართულ ოცნებას“ იდგეს ტერორისტული სახელმწიფოს მხარეს?
რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩართვით ომის გაფართოება? ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერმაც იცის,- ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. კინზინგერის თქმით, მისთვის გაურკვეველია თუ რატომ სურს "ქართულ ოცნებას" იდგეს ტერორისტული სახელმწიფოს მხარეს. "ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩართვით ომის გაფართოება? ჩვენ არ გვინდა და მათ ეს იციან. რატომ სურს ქართულ ოცნებას იდგეს წაგებული, ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხარეს. მე ვიცნობ ქართველებს, პრემიერ-მინისტრი კი, როგორც ჩანს არა",- წერს კინზინგერი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)