|
2023-03-13 09:11:36, 808 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ - ძვლები იშლება, ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ექიმები მასთან დაკავშირებით პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. როგორც გამოცემა წერს, ექსპრეზიდენტთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა სააკაშვილისგან კითხვებზე წერილობითი პასუხი მისი ადვოკატის დახმარებით მიიღეს. შეკითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „თავდაპირველად, 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”. გამოცემა ასევე ესაუბრა ექსპრეზიდენტის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. "საშინელი მდგომარეობაა. ის ჰგავს პატიმარს ნაცისტურ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში", - ამბობს ხაჭაპურიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)