|
2023-03-12 19:32:28, 1315 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გახდა ლი შანგფუ, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ ჰყავს
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს 65 წლის გენერალი ლი შანგფუ უხელმძღვანელებს. გენერალი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩიეს და გადამდგარი ვეი ფენგე შეცვალა. 2018 წელს ლი შეიტანეს აშშ-ს სანქციების სიაში იმის გამო, რომ ჩართული იყო ჩინეთის მიერ გარიგებაში სუ-35 სამხედრო თვითმფრინავების და S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვების გამო. ჩინელმა სამხედრო ჩინოსანმა ტექნიკა რუსული Rosoboronexport-ისგან იყიდა. შესყიდვის პერიოდში ის მსახურობდა აღჭურვილობის განვითარების განყოფილების დირექტორად უმაღლეს სამხედრო კომისიაში, რომელიც პასუხისმგებელია ჩინეთის თავდაცვის ტექნოლოგიებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაწესდა იმისათვის, რომ „რუსეთს დაეკისროს ანგარიშსწორება შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში მის ჩარევაზე, მის მიუღებელ ქცევაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სხვა მავნე ქმედებებზე“. ლიზე დაწესებული სანქციები მოიცავს აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ქვეყნის ფინანსურ სისტემასთან ტრანზაქციების აკრძალვას და მისი მთელი ქონების ბლოკადას აშშ-ში. ასევე, ის ვერ იღებს ამერიკის ვიზას. როგორც ბლუმბერგი ხაზს უსვამს, ლი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მეტყველებს პეკინის მზარდ ინტერესზე საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართ. ეს ასევე შეიძლება გადაიზარდოს "პოტენციურად უხერხულ შეხვედრაში", თუ ის აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ნახავს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)