|
2023-03-11 00:41:23, 1190 ნახვა
პოლიტიკა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი- გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს: "მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს". სატელეფონო საუბართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს: "ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრე გერმანიის პრეზიდენტს, შტაინმაიერს. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომასა და ქართველი ხალხის თავდადების მხარდაჭერას".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)