03:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 23:12:06, 1114 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი გახარია არ არის, გომელაურია

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, გამოყენებული იქნება  მხოლოდ პროპორციული ძალა.

"სამართალდამცავები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით. სადაც საჭირო იქნება, იქ გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics