14:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-05 11:07:49, 1369 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკა - რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 39 მამაკაცია

უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 საქმეს იძიებს, მათ შორის 39 მამაკაცია, ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 

ზელენსკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი უკრაინელების გაუპატიურების რაოდენობა და დამალვა იმის დასტურია, რომ ეს არის რუსული არმიის მიზანმიმართული პოლიტიკა.

"ამ რაოდენობის მიხედვით მარტო ქალები არ არიან - მსხვერპლთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანია, მათ შორის ბიჭი. ჩვენ ვიცით ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს ლაპარაკის ძალა. რამდენი იტანჯება ჩუმად, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით.

ეს არის მათი [რუსების] შეგნებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღი უკრაინელების წინააღმდეგ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics