|
2023-03-02 16:05:27, 745 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ
პარლამენტში, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ხმაურია. მანდატურის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მედია სექტორს საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებს. ადგილზე შეკრებილები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხოლოდ მათი მომხრეები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. პარლამენტის ფოიეში მანდატურის სამსახურის კორდონია მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. ადგილზე შეკრებილი არიან არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)