09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 13:04:38, 490 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.

შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებოიმ.

"მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა, ასევე, უწყებაში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიწოდება.

სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ შემდეგი მიმართულებებით: კრიზისების მართვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, საზღვრის და მიგრაციის მართვა.

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics