|
2023-03-02 12:04:37, 544 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70%-ია. „ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამავდროულად, ხშირად ბიზნესსექტორი ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მუშა ხელს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივიღეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ სად სჭირდებათ კადრები. შესაბამისად, შევიმუშავეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაც ამის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით გადავამზადოთ, გავზარდოთ მათი პროფესიონალიზმი, სახელმწიფო სერთიფიკატები გადავცეთ და დასაქმებაში დავეხმაროთ. დაახლოებით, 70%-ია მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, ეს მაჩვენებელი გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსურველები სხვადასხვა სფეროს შეისწავლიან და შესაბამისი მიმართულებით დასაქმდებიან. „აღნიშნული პროგრამა ბევრ მიმართულებას მოიცავს. წელს დაემატება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც „სქილვილ აკადემია“ ჩაერთო. თანამედროვე მსოფლიოში ეს მიმართულება ყოველწლიურად ძლიერდება. საქართველოშიც დიდი რესურსი გვაქვს, მოქალაქეებს ეს სფერო ვასწავლოთ და როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კომპანიებში დასაქმდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, კადრების დეფიციტია სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის მიზნით, ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)