|
2023-03-02 10:54:26, 513 ნახვა
საზოგადოება
ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმში გაწერილია ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. "დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, ასევე შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის მიზანი საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდაა. საქართველოში, საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორისაც გაფორმდა. როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა აღნიშნა თანამშრომლების მიზანი ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშილმა მიიღეს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)