|
2023-03-02 09:33:37, 411 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს და მცირე ზომის ფარმაცევტულ კომპანიებს წარმატებით ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ
ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბაზარზე მეტი კონკურენცია იყოს და მცირე ზომის ფარმაცევტულ კომპანიებს, წარმატებით ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, დღეს, საცალო სააფთიაქო ბაზარზე, კონკურენცია არ არის და დიდ ჰოლდინგებს შეუძლიათ, პატარა აფთიაქებს თამაშის წესები უკარნახონ. „ იმ ტიპის შეთანხმებით, რაც გასულ კვირას, მედიკამენტებზე ფასების ზრდით გამოიხატა, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, ჰოლდინგებს შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის - მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი, ეს ფასი გადაიხადოს. ამიტომ, ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე, ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)