|
2023-03-01 13:42:14, 535 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება შესაძლებელი გახდა
იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მომხმარებელს მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის: დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე პირადად დააკვირდნენ და პირველ მომხმარებელს უმასპინძლეს. თანამშრომლობის ფარგლებში სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშიც არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)