|
2023-03-01 13:16:44, 539 ნახვა
საზოგადოება
ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება - გრიგოლ გიორგაძე
ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მომზადებული კრიზისული სიტუაციებისათვის. „თავდაცვისუნარიანობისთვის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მდგომარეობაში, ალტერნატივა არ აქვს, თუ არა ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელება. ტოტალური თავდაცვა სწორედ ამას გულისხმობს, რომ გარდა სამხედროსი და გარდა ჯარისა, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანები არიან მაქსიმალურად გაწვრთნილები, მომზადებულები, იციან იარაღთან მოპყრობა, იციან კრიზისულ სიტუაციებში თავი როგორ უნდა გადაირჩინონ და როგორ მოიქცნენ ნებისმიერ სიტუაციაში.“ მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვა და თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს რას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა და შეკავება. ამ პროცესში როგორც სამხედროები მონაწილეობენ, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ამ თავდაცვისა და შეკავებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ჩვენი გაძლიერება მიბმულია საზოგადოების გარკვეულწილად კონსოლიდირებასთან, რაც ასევე ეკონომიკურ წინსვლასაც ხელს შეუწყობს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)