|
2023-03-01 12:16:54, 536 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხი განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების, ასევე, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ადასტურებს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. ვფიქრობ, ჩვენ გაგვაჩნია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მასშტაბური პოტენციალი, რაც ორმხრივად სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ. „საქართველო, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებით, არაბი ინვესტორების ინტერესის საგანს წარმოადგენს. მივესალმებით ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს “, - აღნიშნა აჰმედ ალნუაიმმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ხილი, მოცვი, თხილი, და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ნოემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (UNFCCC COP 28) მასპინძლობს, სადაც ელჩმა ოთარ შამუგია პერსონალურად მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)