22:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 12:04:24, 1793 ნახვა

სამხედრო
გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩნდება ჩანაწერი - სასულიერო პირი

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ უქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის კოდექსი ყველა მღვდელმსახურს ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია.

„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“. ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება. არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა.

ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს, რომლის ვადა ნაცვლად 18 თვისა დღეს არის 12 თვე და ეს შრომა არის ანაზღაურებადი“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

გრიგოლ გიორგაძემ ალტერნატიული სამსახურის რეზერვზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქმნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი.

„ჩვენ გვაქვს ჯარის რეზერვი - რაც არის სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. საომარი მდგომარეობის დროს ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი გამოიყენება ზურგის ოპერაციებისთვის. საომარ მდგომარეობაში მხოლოდ იარაღის გამოყენება არ არის აუცილებელი, ჯარს უამრავი სხვა ლოჯისტიკური მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც არ არის სამხედრო ფუნქციასთან დაკავშირებული.

ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალი გვაქვს, სადაც უამრავი ადამიანის საჭიროება არის დღესაც, ეს გარკვეული ცოდნის შეძენასაც ნიშნავს და შესაძლებლობა გვექნება, ეს შეძენილი ცოდნაც გამოყენებული იქნას კრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფოს, ქვეყანას საჭიროებისამებრ“, - განაცხადა გიორგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics