|
2023-02-28 17:36:34, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - კონფლიქტის დასასრულებლად უნიკალური ვითარებაა, მსგავსი შეიძლება აღარც იყოს
ამჟამად არის უნიკალური ვითარება, როდესაც შესაძლებელია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, შესაძლოა ამგვარი სიტუაცია აღარც დადგეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საკუთარ ეკონომიკას მთლიანად ომის ფუნდამენტზე გადააქცევს. "ახლა არის უნიკალური სიტუაცია (მე ამას ვხედავ და ინტუიციურად ვგრძნობ), როდესაც შესაძლებელია ამ კონფლიქტის დასრულება. სხვა მსგავსი შეიძლება არ იყოს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტით, სანამ რუსეთი სრულად არ განათავსებს თავის ეკონომიკას და არ დააყენებს მას ომის ფუნდამენტზე. უნიკალური მომენტია”,- განაცხადა ლუკაშენკომ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი, ბელორუსის ლიდერის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, "რათა არასოდეს იყოს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ნიშნები უკრაინის ტერიტორიიდან". „რუსეთი დღეს მზადაა მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგას ნაბიჯები. ის ამას პირველივე დღეებიდან აკეთებს. მე მჯერა, რომ დასავლეთი და ამერიკელებმა აიძულეს კიევი არ ეწარმოებინა მოლაპარაკებები. რუსეთმა შესთავაზა მოლაპარაკება. პირველივე დღიდან ჩვენ ვიყავით ამ პროცესის მონაწილეები, მოვაწყვეთ, ვნახეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება და არც ახლაა გამონაკლისი. ერთადერთი საკითხია, რამდენი ადამიანი დაიღუპება და რისი სახელით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)