|
2023-02-28 14:43:53, 683 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გაიმართა, პროექტის მე-2 ფაზის მიღწეული შედეგები შეაჯამეს და მე-3 ფაზით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს. პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას. „პროექტის „FinExCoop საქართველო“ ფარგლებში, ფინანსური, ექსტენციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზის, სამომავლო საჭიროებების გამოვლენის, შემდგომში დასაგეგმი და განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია გატარებული. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, დონორებს, განმახორციელებლებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელს უწყობს, გავიზიაროთ მეტი სიახლე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და „FinExCoop საქართველო“ პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „FinExCoop საქართველო“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (NIF) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)