|
2023-02-27 19:05:08, 1664 ნახვა
კომენტარი
გიორგი ბურჯანაძე სააკაშვილზე - 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს
5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა, ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის დასკვნას. მისივე თქმით, ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა. მან დასძინა, რომ წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა იქნა განხილული როგორც ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორი. “ჩვენი ექიმების ვიზიტი განხორციელდა 19 თებერვალს, ამ ვიზიტის მიზანი იყო, რომ შეეფასებინათ იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა. ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა, აღენიშნებოდა გარკვეული მიმართულებით გაუარესება, მაგალითად, წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა მათი მხრიდან იქნა განხილული როგორც ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორი. ჩვენი ექიმების პროექცირებით და პროგნოზით, დაახლოებით 5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა. ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)