|
2023-02-27 17:22:11, 715 ნახვა
საზოგადოება
ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა გაიმართა
ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამარ ბარკალაიას განმარტებით, მსოფლიოში, ჯანდაცვის მიმართულებით ტექნოლოგიური წარმატებების, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პროცესებში მეტად იქნას გათვალისწინებული ხანდაზმულთა საჭიროებები და მათ უფლებები, რათა მოხდეს ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და მათი პოტენციალის ათვისება. „ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) შეიმუშავა საჯარო მოხელეთა ტრენინგ მოდული, რომელიც მოსახლეობის დაბერების შესახებ, საჯარო მოხელეთათვის, ანალიტიკური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. ამ უნარების შეძენა საჯარო მოხელეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ხანდაზმულთა საჭიროების იდენტიფიცირებისა და საპასუხო ღონისძიებების გატარების მიმართულებით. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)