|
2023-02-27 14:12:44, 712 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ. პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას აღნიშნული მიმართულებით და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)