22:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 14:05:56, 1903 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრა 12:04 საათზე მოხდა და ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო. 

AFAD-ის პრეზიდენტის, იუნუს სეზერმას განცხადებით, რეგიონში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. 

"ჩვენი გუნდები მზადყოფნაში არიან 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მოხდა მალათიის პროვინციის იეშილიურტის რაიონში. საველე სკანირების სამუშაოები გრძელდება",- წერს  იუნუს სეზერმა Twitter-ზე. 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics