22:32 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 10:00:59, 1315 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე

ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ იგივე ელის თავად კაცობრიობის და ცივილიზაციის არსებობასაც.

„თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“,- განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის თქმითვე, რუსეთის მტრები "კიევის რეჟიმს" იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს, რუსეთი კი არ დაუშვებს ასეთი სცენარის განვითარებას.

"როგორც ისტორია გვიჩვენებს, ნებისმიერი დაშლილი იმპერია თავის ნანგრევებში მართავს მსოფლიოს ნახევარს, ან უფრო მეტსაც. ამასთან, დასავლეთს აქვს ილუზია, რომ მას შეუძლია გაანადგუროს დღევანდელი რუსეთი, ეს არ იმუშავებს სსრკ-სთან”,- დასძინა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინაში ადგილობრივი კონფლიქტი გადაიტანოს გლობალური დაპირისპირების ფაზაში და ასევე სურს რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics