|
2023-02-25 12:29:27, 553 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავცრელებს. უწყების ცნობით, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის გამოწვევა, რაც ბიზნესს დღესდღეობით აქვს. შეხვედრის მთავარი თემა კი იყო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება. "ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დროის შემცირებას დასაქმებული პირის ხელფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს! კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულმა უნდა მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით. სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები ექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო საჭიროებას. ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა! ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)