|
2023-02-24 19:58:53, 842 ნახვა
საზოგადოება
ვიტალი კლიჩკო - საქართველოც და უკრაინაც ევროკავშირის წევრები გახდებიან, ხელს ვერავინ შეგვიშლის
თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, - კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. კლიჩკოს თქმით, საქართველო და უკრაინაც წარმატებით გადალახავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას და გახდებიან ევროკავშირის წევრები. "ძვირფასო ქართველო მეგობრებო! მინდა მადლობა ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. როგორ ცდილობს რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას. ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაც ქართველის ხსოვნას, რომლების დაიღუპნენ უკრაინელებისთვის. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი. ნაწილი - რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენ ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი!",- განაცხადა კლიჩკომ ვიდეომიმათვაში. „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)