|
2023-02-24 10:46:19, 778 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე პროექტის - „პრომეთეუსის“ მეორე ფაზის გახსნით ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა) გახსნით ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, საქართველოში იტალიის ელჩი - ენრიკო ვალვო, საქართველოში ლატვიის ელჩი - ედით მედნე, საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული - მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და ახალი ინიციატივები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. პროექტ Prometheus-ის მეორე ფაზა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები, სამუშაო შეხვედრები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)