19:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 15:08:17, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - შესაძლოა, რუსეთის ომი უკრაინაში კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს. 

LBC- თან ინტერვიუში უოლესმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომი უკვე წააგო. 

„ვფიქრობ, რომ რუსეთმა სრული უყურადღებობა გამოავლინა არა მხოლოდ უკრაინის ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ. მოგეხსენებათ, 12 თვეში 188 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. თქვენ იცით, როდესაც ვინმე კვეთს ზღვარს და ფიქრობს, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარ ხალხისთვის, მაშინ ასევე ფიქრობს, რომ არ აპირებს გაჩერებას”, - თქვა უოლესმა.

მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინის არმიის 97% უკვე ჩართულია ომში და მისი ტანკების ორი მესამედი უკვე განადგურებულია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლა უკრაინის ტერიტორიაზე  გაზაფხულის ბოლოს ან 2023 წლის ზაფხულისთვის დასრულდებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics