|
2023-02-23 14:03:04, 781 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. ომის დროს, სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)