|
2023-02-23 13:38:39, 880 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ომის ვეტერანი და მისი ოჯახი საკუთარი სახლიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა
თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრები ომის ვეტერანი, მისი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები საკუთარი სახლიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და იქ მაცხოვრებლები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. რაც შეეხება თავად აღსრულების ბიუროს, მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე დაწყებულია პროკურატურაში. "მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ხედავთ, როგორი ძალმომრეობითი ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულება ჰქვია პროცესს, თუმცა ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ასევე მოვითხოვთ კრედიტორის დასწრებას, ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოში ძალმომრეობითი ქმედებით ხორციელდება ეს პროცესი. სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს დანაშაულის ნიშნები, დაყადაღებულია ქონება, სამწუხაროდ გამოძიების დასრულებამდე ხდება ამ ქონების გამოთავისუფლება, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს“- განაცხადა გამოსახლებული ოჯახის ადვოკატმა. ამასთან, როგორც შემდგომ გაირკვა მევახშისგან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)