|
2023-02-22 18:05:39, 1731 ნახვა
კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის დედა - ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა
ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო, - ასე გამოეხმაურა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი შვილის გარდაცვალების 5 წლის თავს და გაიხსენა დეტალები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მისი შვილი წამებით მოკლეს. რუსუდან ტატუნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი სამშობლოს დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო, რაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელი კვლავაც დაუსჯელია და მეტიც წამებით ადამიანის მოკვლის გამო დაწინაურებულია. "ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელებიც დაუსჯელები არიან, ვერ მოვესწარით მაგას, ვერც ჩემი მეუღლე მოესწრო და ვერც მე მოვესწრები რომ ამის მკვლელები დაისაჯონ. დააწინაურეს ის მკვლელი გურწიევი ვინც იყო. უნდა ეღიარებინა, რომ ვითომ შესულიყო რომ მოეწყო ტერორისტული აქტი და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. უნდა ეღიარებინა ეგ კამერების წინ, მაგრამ რომ არ ითანამშრომლა იმათთან და არ გაურიგდა მეტრს იმიტომ აწამეს", - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა, ის ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)