|
2023-02-21 13:25:06, 1369 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლების მხრივ იყო რეკორდული აჭარისთვის
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარის რეგიონში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. „2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22%-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36% -ით აღემატება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებას, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას - ეს ეხება როგორც ბათუმს, ასევე ეხება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს აჭარის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების ეფექტურად განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და შესაბამისად შემოსავლებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლების მხრივ იყო რეკორდული აჭარისთვის. მიმდინარე წლის იანვარში 50 მილიონი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდს 100% აღემატება 2023 წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია; ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი.
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)