|
2023-02-20 14:12:03, 735 ნახვა
საზოგადოება
ნინო ქათამაძე - 24 თებერვალს, აქციაზე, დაიწყება საქველმოქმედო მარათონი
დღეს, 20 თებერვალს, ქართველმა მუსიკოსმა და უკრაინული საქველმოქმედო ფონდის UNBROKEN ელჩმა საქართველოში, ნინო ქათამაძემ პრესკონფერენცია გამართა. მან საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, ფონდის საშუალებით, დაეხმარონ ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრს და აფეთქებების გამო კიდურებ დაკარგულ სამხედროებს, ქალებს და ბავშვებს. ნინო ქათამაძის თქმით, 24 თებერვალს, პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, დაიწყება საქველმოქმედო მარათონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დაეხმარონ უკრაინელ ბავშვებს მიიღონ სათანადო სამედიცინო მომსახურება. პრესკონფერენციაზე მარათონისა და აქციის შესახებ თბილისში მცხოვრება უკრაინელებმაც ისაუბრეს. გავრცელდა ქალაქ ლვოვიც მერის ანდრიი სადოვის მიმართვა, რომელმაც ქართველებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. (იხ. ვიდეო ქვემოთ) UNBROKEN ქართულად გაუტეხელს ნიშნავს. სწორედ ასე ჰქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც ლვოვში ეროვნული სარეაბილიტაციო ცენტრისთვის თანხების მოძიებას ემსახურება. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ქალაქი ლვოვი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების დიდ ცენტრად გადაიქცა. აქ ყოველ კვირას საევაკუაციო მატარებლებითა და სასწრაფოებით გადმოჰყავთ დაჭრილი სამხედროები, ქალები, ბავშვები. Unbroken-ის სარეაბილიტაციო ცენტრში დაშავებულები კვალიფიციურ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ. მთავარი მიმართულება იმ მოქალაქეების დახმარებაა, რომლებმაც ნაღმებისა და ბომბების აფეთქებების გამო კიდურები დაკარგეს. ლვოვში ადგილზე ხდება პროთეზების არა მხოლოდ დამაგრება, არამედ წარმოებაც. UNBROKEN-ის მისიაა, უკრაინელებმა თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ ოჯახებთან ახლოს შეძლონ სამედიცინო დახმარების მიღება. ზოგიერთ ბავშვს, რომელმაც ოჯახის ყველა წევრი დაკარგა არ მოუწიოს დაკარგოს საკუთარი ქვეყანაც. ბოლო მონაცემებით, დღეს, ლვოვში 5000-მდე ადამიანი, მათ შორის, ბევრი ბავშვი ელოდება პროთეზს, რათა დაკარგული კიდურების მიუხედავად, კვლავ შეძლონ სრულფასოვანი ცხოვრება. გასული 1 წლის განმავლობაში, Unbroken-ის სარეაბილიტაციო ცენტრმა 11000-მდე ადამიანს უმკურნალა, მათ შორის 350 ბავშვს, ჩაატარა 10 000 ოპერაცია. ფონდის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში არიან: ევროპული ქალაქების მერები, ნობელის ჯილდოს მფლობელები და უკრაინელი თუ მსოფლიო ვარსკვლავები. მათ შორისაა ნინო ქათამაძეც. ნინო ქათამაძე: „ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ამ ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. მინდა, მოგმართოთ. დავეხმაროთ უკრაინას დარჩეს გაუტეხელი. დავეხმაროთ უკრაინელებს ახლიდან დაიწყონ ცხოვრება.“ UNBROKEN პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანდაცვის სამინისტროს და ქალაქ ლვოვის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. თანხა ნინო ქათამაძის საქველმოქმედო ფონდში შეგროვდება და უკრაინაში, ლვოვში UNBROKEN-ს გადაერიცხება. ფონდის UNBROKEN ვებ-გვერდი: www.unbroken.org.ua
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)