12:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 12:51:21, 687 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა დანაშაულებზე საუბარი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" – საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრებმა მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბარი მხოლოდ 2012 წლის შემდეგ შეძლეს.

„ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომელსაც სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დანაშაულებრივი რეჟიმით, რომელიც არსებობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ მიღწეული ჰქონდათ უკვე თავიანთი მიზნისთვის, ანუ შიში იყო დასადგურებული", - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრმა იმ შედეგების შესახებაც ისაუბრა, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მსჯავრდებულთა მხრიდან მათი უფლებების დარღვევაზე საუბარს.

„თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და მისგან გამოწვეული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები უკვე, ფაქტობრივად, განაგებდნენ თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც  მათ უნდა დაეცვათ და უნდა ეზრუნათ მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. ახორციელებდნენ, ასევე, შანტაჟს პატიმრების ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics