|
2023-02-17 20:39:37, 940 ნახვა
პოლიტიკა
NHC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ არ დაამტკიცოს „უცხოელი აგენტების" კანონპროექტი
კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომიტეტი “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტს. მათივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვაზე და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. "ჩვენ ვთვლით, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში. საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება. პოლიტიკური ლიდერები ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვაზე და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. მმართველი პარტია "ქართული ოცნება", ხშირად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "მოღალატე" და "მტრები", იმის მაგივრად, რომ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და კომპრომისისთვის შექმნის სივრცეს ... საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა ენობრივი მანიპულაციის საბჭოთა ტექნიკები აითვისეს და უფრო ხშირად იყენებენ ამ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში", - ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)