|
2023-02-17 14:45:02, 1521 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში" დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, ხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის დაწყება დაეხმარება აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტყის მოვლა-შენახვისა და აღდგენის მხრივ: ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე, ტყის რესურსების და, მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა, კონსერვაცია". აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას. პროექტის წარდგენის ღონისძიებას უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW-ს რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა ოფისის რეგიონალური დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)