12:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 12:16:03, 969 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანსაც ეკისრება

გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსაც ეკისრება,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ კულტურის მინისტრი გაფართოებულ საბჭოს სხდომას არ დაესწრება, მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ.

"გელათი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი. თუ თანხმობაზეა საუბარი, ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ. ადამიანებს შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდებათ, იმიტომ, რომ კომისიამ შეცდომები არ უნდა დაუშვას და თუ დაუშვეს, რაღაცნაირად უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ დაუშვან.

თეა წულუკიანი მინისტრია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება. ეჭვის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება იმაში, რომ მას ძალიან კარგად აქვს საინფორმაციო სამსახური დაყენებული და აუცილებლად ეცოდინება ყველაფერი კარგად.

რაც შეეხება გაფართოებულ საბჭოოს სხდომაზე მოსვლას, თუ თვითონ არ დაესწრება, მის ნებას აუცილებლად გამოაცხადებენ და მე ასე პირდაპირ არ მგონია, თეა წულუკიანს რაიმე ბრალი წავუყენოთ იმაზე, რომ უნდა, რომ გელათი დაზიანდეს. არამგონია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საპატრიარქოს ინიციატივით გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე გაფართოებული საბჭოს სხდომაა ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics