|
2023-02-16 10:10:02, 992 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას
მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს. როგორც ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არა ამერიკულ ან სხვა რომელიმე, არამედ რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას ეფუძნება. "ჩვენ ნამდვილად გვაქვს ღრმა შეშფოთების მიზეზები. ჩვენთვის ცნობილია ამ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირების შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ეს ღრმა შეშფოთება ჩვენ პირდაპირ გამოვუხატეთ საქართველოს მთავრობაში ჩვენს თანამოსაუბრეებს. შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც უკეთესი მომავლის მშენებლობას ესწრაფვიან. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთმა დანაკარგმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თქვენს კითხვაზე ჩვენს კანონებთან, მათ შორის, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონთან (FARA) შედარებასთან დაკავშირებით, გეტყით, რომ ეს განცხადებები, რომ თითქოს, საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, არის აშკარად მცდარი. ეს (ქართული) კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას.", - განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა გუშინ, 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)