12:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 17:29:42, 1036 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა

მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა,-ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი.

„100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, კარვებს, თბილ ტანსაცმელს, მშრალ კვებას და ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციებისას ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი. 

ტვირთი 7 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. 
ტვირთი ანკარაში გვიან ღამე იქნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან და იმ ლოკაციების მიხედვით გადაანაწილებენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაა მოთხოვნილი",-ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics