12:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 13:04:52, 869 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა.  

კახა კალაძის თქმით, ობიექტზე  ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით,  კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის  დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს. 

„წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“  თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიქტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე  უსაფრთხოება, კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, გადაადგილდება  შპს „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. 
მინდა, დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას, დღესვე მოჰყვეს რეაგირება და შეჩერდეს მშენებლობა. დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და ამის შემდეგ ექნება კომპანიას შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები“, - განცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics