|
2023-02-14 17:38:49, 857 ნახვა
საზოგადოება
მიშელ ვიონი - ვფიქრობთ, ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ
„ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, საქართველოში მაღალი დონის შეჯიბრი ჩატარდება" - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა კურშაველში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე. ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდია კასტერასთან. „ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა დისციპლინაში იქნება და წინ დაძაბული ორი კვირა გველის, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ჩემპიონატს. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ერთჯერადი მოვლენა არ უნდა იყოს, ამ ჩემპიონატმა ბევრი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს და ამისთვის დიდი ინვესტიცაა საჭირო. იმედი მაქვს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ", - აღნიშნა მიშელ ვიონმა. მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი -ჯამური მოცულობით 307 000 მ3), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყო სპორტსმენთა სოფელი სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლების და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განხორციელდა 270 მლნ ლარის ინვესტიცია.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)